აივ/შიდსი

29 ნოემბერი 2022, 17:36 10280 ნახვა

აივ/შიდსი

# „კონტაქტი“

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“სამედიცინო თემას ეთმობა.

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

დევიზით „თანასწორობის დროა!“ . აღნიშნული დევიზი არის მოწოდება აივ/ შიდსის გავრცელების შესაჩერებელი კონკრეტული ქმედებებისკენ და უთანასწორობის აღმოსაფხვრელი პრაქტიკული ღონისძიებების გატარებისკენ.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რა რეალობა გვაქვს აივ/შიდსის გამოვლენის, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით, როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში - ამაზე დღევანდელი, 29 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნარგიზ ბერიძე,ინფექციური პათოლოგიის , შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შიდსის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მირანდა ჟღენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ იმედი“ ის პროექტის „ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება „ კოორდინატორი .