Enter The Dragon - როცა "კუნგ ფუ" განსხეულდა

12 ნოემბერი 2022, 13:45 2281 ნახვა

Enter The Dragon - როცა "კუნგ ფუ" განსხეულდა

ბრიუს ლის ხშირად ტანსზემოთ შიშველი იბრძოდა. საოცარი, ფანტასტიკური ტანი, საბრძოლო დგომი და საფირმო ხმა. ამერიკელ მაყურებელს მსგავსი რამ არასდროს ენახა, ეს იყო შოკი და აღფრთოვანება. ერთ-ერთი კინოთეატრიდან გამოსული მაყურებელი იხსენებდა. მანქანის გასაღები მეუღლეს მივეცი, მე კი სახლისკენ სირბილით წავედი, ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა მწყრუდა. ბრიუსის სრულყოფილი, ღმერთებზე უკეთესი ტანი, იმდენად მომაჯადოებელ ეფექტს ახდენდა, რომ ამერიკა და არა მხოლოდ შტატები, შეიშალა ფიტნესზე, დაიწყო ვარჯიში და საკუთარ სხეულის ვიზუალურ ეფექტზე ზრუნვა. შეიქმნა სხეულის ახალი სტანდარტი. ამას ემატებოდა ბრიუსის კატისებრი, სწრაფი და უჩინარი მოძარაობები ცუდი ბიჭების ცემა-ტყეპისას, ეს იყო ცეკვა, სიმსუბუქე, საოცარი ესთეტიკა, რომელიც უეჭველად გათმქვინებდა - მინდა ვიყო ბრიუს ლი, მინდა შემეძლოს ის, რაც შეუძლია მას...