დილის რადიო
4 ნოემბერი 2022 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
რუბრიკა: ქართული პოეზიის მარგალიტები -ზურაბ გორგილაძის 100 ლექსი
„ჰოი ჩემო ყიჩაურო“ კითხულობს მსახიობი ჯემალ ველიაძე
დღეს აჭარის ტელევიზიის დაბადების დღეა. პირველი გადაცემა ეთერში 35 წლის წინ, 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა . ეს დღე ჩვენი რეგიონის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო. დაბადების დღეს ვულოცავთ აჭარის ტელევიზიას- ჩვენს კოლეგებს შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ. ლენა ჭაღ,ალიძის რუბრიკა „ მოკლე ისტორიები“დღეს აჭარის ტელევიზიას ეთმობა
ფილმის „უკან მომავლისთვის“ წარმატება სან ფრანცისკოს საერთაშორისო ახალი კონცეფციის ფესტივალზე
დილის რადიოს სტუმარი : გია დიასამიძე -ფილმის ,,უკან მომავლისთვის ‘ რეჟისორი და პროდიუსერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსი
დღეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში აჭარის რადიოს აუდიო ფონდის ფოლკლორული მასალების გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება . პროექტის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე . პრეზენტაცია გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შედგება
ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე საუბრობს პროექტის მნიშვნელობაზე და მასზე მუშაობის პროცესზე