ინსულტი-სიმპტომები და დროული მკურნალობა

25 ოქტომბერი 2022, 17:21 11130 ნახვა

ინსულტი-სიმპტომები და დროული მკურნალობა

# „კონტაქტი“

ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ინსულტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა.ყოველ წელს მსოფლიოში ინსულტის რამდენიმე მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და დიდი ნაწილი ლეტალურად სრულდება.

29 ოქტომბერს ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია ინსულტის პირველად სიმპტომებზე,დროულად ჩარევის მნიშვნელობაზე და პრევენციულ ღონისძიებებზე მოსახლეობის ინფორმირებულობა.

დღევანდელი, 25 ოქტომბრის გადაცემაში ინსულტზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი-ნევროლოგი,მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე.