"იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის"

20 ოქტომბერი 2022, 17:25 11059 ნახვა

"იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის"

# „კონტაქტი“

ხუთშაბათობით „კონტაქტი“ სხვადასხვა პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა, რაც დემოკრატიისა და ღია მმართველობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. იგი გულისხმობს ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მოსახლეობის მონაწილეობას .

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და გერმანული ორგანიზაციის "პური მსოფლიოს" მხარდაჭერით, იწყებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს "იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის".

დღევანდელი, 20 ოქტომბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო ნონა ქოქოლაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.