NIMITTA/BEQA KUNDALINI

15 ოქტომბერი 2022, 14:51 2072 ნახვა

NIMITTA/BEQA KUNDALINI

ბექა კუნდალინი, Nimitta – ამ პროექტებს უკან მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი ბექა ჩოფლიანი დგას. იგი ასევე ცნობილია მუსიკოს და პროდიუსერ დავით გოგოლაძესთან პროექტ „შარქათაქის“ ფარგლებში და ერეკლე დეისაძესთან ხშირი კოლაბორაციებით.
ბექას მუსიკა და სიმღერის ტექსტები ორიათასიანების დასაწყისიდან დღემდე საკმაოდ ტრანსფორმირდა - თუ კი საწყის ეტაპზე პირქუში, მკვეთრად ალტერნატიული მიმართულება ეკავა, ამ ბოლოს Nimaitta-ს ფარგლებში მანტრების სიმშვიდით უმღერს მსმენელს.
ბექა არ განეკუთვნება „ერთჰიტიან“ მუსიკოსთა რიცხვს, თუმცა მის სიმღერებში „ის ვინც“ აგერ უკვე წლებია ჰიტია.