ჯანსაღი თვალი

11 ოქტომბერი 2022, 17:15 10677 ნახვა

ჯანსაღი თვალი

# „კონტაქტი“

სამშაბათობით „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათი მხედველობის მსოფლიო დღეა. მისი მიზანია მხედველობის დაქვეითების გამომწვევ მიზეზებზე და მოსალოდნელ გართულებებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში მილიონობით უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ადამიანია. შემთხვევათა სამი მეოთხედის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ ადამიანები ადრეული ასაკიდან იზრუნებდნენ თვალის ჰიგიენაზე და ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტებზე.

დღევანდელი, 11 ოქტომბრის გადაცემით გამოვეხმაურეთ მხედველობის მსოფლიო დღეს, რომელიც წელს 13 ოქტომბერს აღინიშნება და ვისაუბრეთ თვალის დაავადებებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი-ოფთალმოლოგი თამარ გოგიტიძე.