ჯეი გეტსბი - წარსულთან დაპირისპირება

03 ოქტომბერი 2022, 13:58 2616 ნახვა

ჯეი გეტსბი - წარსულთან დაპირისპირება

ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის, ყველაზე დიდ რომანად შეიძლება „დიდი გეტსბი“ არ დაგვესახელებინა, მას კონკურენციას „ნაზია ღამე“ გაუწევდა, მაგრამ დიდი გეტსბი მისი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტექსტია, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან უყვართ. იგი აუცილებლად შეგხვდებათ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანების ჩამონათვალში და ეს ასეც უნდა იყოს. “დიდი გეტსბი” დიდი ტრაგედიის ამბავია. ამბავი იმაზე, თუ როგორია გიყვარდეს შენი წარმოდგენები სხვაში, წარმოდგენები, რომელიც ერთ კონკრეტულ დროის მონაკვეთში შეიქმნა, მას შემდეგ კი ბევრმა წყალმა ჩაიარა...