03 ოქტომბერი 2022, 13:09 2456 ნახვა

მიგრაციის ეკონომიკური ეფექტები

"PMC კვლევითი ცენტრი"-ს მიერ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული კვლევის თანახმად, 2021 წელს მიგრაციულმა სალდომ ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია და -26 000 კაცი შეადგინა - როგორი შეიძლება იყოს ტენდენცია უახლოესი პერიოდისთვის და რა იქნება მისი ეკონომიკური ეფექტი - კითხვებს "PMC კვლევითი ცენტრი"-ს უმცროსი მკვლევარი ნიკოლოზ ბაქრაძე პასუხობს.

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, რუსეთის ფდერაციიდან შემოსულ და გასულ პირთა შორის სხვაობა, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 49 050 კაცი შეადგინა - რა სარეგებელი და რისკები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს და რა გავლენა ექნება ტენდენციას ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე უახლოეს პერიოდში - კითხვებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა პასუხობს.

 აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითი ქსელის (Ponars Eurasia) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთიდან გასული პირველი ტალღის მიგრანტების 45%-ზე მეტი, ომამდე, ეგრეთ წოდებული "IT" სპეციალისტი იყო - რა პროფესიის და სოციალური სტატუსის მქონენი შეიძლება იყვნენ მობილიზაციის შემდგომ რუსეთიდან შემოსული მეორე ტალღის მიგრანტები და რას შეცვლის შრომის ბაზარზე ქვეყანაში მათი ხანგრძლივად დარჩენა - კითხვებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია პასუხობს.