ჯაზის და რეპის დაახლოების ოქროს ხანა

26 სექტემბერი 2022, 13:43 2456 ნახვა

ჯაზის და რეპის დაახლოების ოქროს ხანა

ე.წ. ჯაზ ჰიპ-ჰოპის მოძრაობა ჯაზს კვლავ ქუჩებში აბრუნებს. ის მოწყვიტეს ქუჩებს და გადააკეთეს რაღაც ელიტურ, დახვეწილ მუსიკად. ეს მოძრაობა კი ჯაზს თავის ადგილას აბრუნებს - განაცხადა აწ უკვე გარდაცვლილმა რეპერმა გურუმ Vibe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 1994 წელს

ჯერ კიდევ 50-60 იან წლებში ბიბოპ ჯაზი ამერიკელი ჰიპსტერებისა და ბიტ თაობის წარმომადგენლებისთვის ინსპირაციის წყარო იყო, ამ მუსიკის ფონზე ისინი კითხულობდნენ თავიანთ პოეზიას, რაც, თუ ძაან მოვინდომებთ, ერთგვარ პროტორეპადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ.