25 სექტემბერი 2022, 16:15 2885 ნახვა

მრავალმილიონიანი ხმაურიანი პროექტები აჭარაში

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 3-4 თვეში იგეგმება - რა ეტაპზეა ამჟამად სამუშაოები და რა პასუხი აქვთ იდეის ავტორებს მოქალაქეების ნაწილის სკეპტიციზმზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით - შეკითხვებს "ამბასადორ ბათუმი აილენდი"-ს თანადამფუძნებელი ფრიდონ ქათამაძე პასუხობს.

 ბათუმის პორტში მდებარე მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალის ამოქმედებიდან დღემდე 600 ათასი ტონა კარბამიდის გადატვირთვა მოხდა - როგორ მიმდინდარეობს ტერმინალის ექსპლუატაცია და რა გეგმები აქვს ოპერატორ კომპანიას საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით - კითხვებს "ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი"-ს გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი პასუხობს.

 ცეცხლაურის სანიტარული ნაგავსაყრელის ამოქმედება გაზაფხულზე იგეგმება - რა არის საჭირო პროექტის დასასრულებლად და რას მოუტანს ის რეგიონს - კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე პასუხობს.