მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობა

14 ივლისი 2022, 17:10 12767 ნახვა

მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობა

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ აქტუალურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ბევრი სხვადასხვა ვალდებულება . მათ შორის ქვეყანაში ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება , რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ცხადია ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას და მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი ახორციელებს „მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“ , რომლის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

დღევანდელი, 14 ივლისის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის დირექტორი კახა შავაძე.