ტურისტული სეზონი და კულტურული ღონისძიებები

24 ივნისი 2022, 17:20 11714 ნახვა

ტურისტული სეზონი და კულტურული ღონისძიებები

# „კონტაქტი“

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა, რასაც წინ უძღოდა , საკმაოდ აქტიური მუშაობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიმართულებით.

აჭარის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მაღალმთიანი ზონა, შესანიშნავ პირობებს ქმნის როგორც შიდა, ისე გარე ტურისტების მოსაზიდად.თუმცა, ჩვენი რეგიონი მხოლოდ ულამაზესი ბუნებით, კლიმატით , ისტორიული ძეგლებით და ღირსშესანიშნავი ადგილებით არ იპყრობს ვიზიტორების ყურადღებას. იგი ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების და მათ შორის კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის გამორჩეულად მიმზიდველი რეგიონია, რადგან ტურისტულ სეზონზე დაგეგმილი კონცერტების, კონკურსების , გამოფენებისა და ფესტივალების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს რას შესთავაზებენ ბათუმის კულტურის ცენტრი და „აჭარის მუზეუმი“-ამაზე დღევანდელი, 24 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ირაკლი შაფათავა და „ აჭარის მუზეუმის" დირექტორი თეონა ზოიძე.