"სამართლის უზენაესობის პროგრამა"

09 ივნისი 2022, 17:15 12306 ნახვა

"სამართლის უზენაესობის პროგრამა"

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ აქტუალურ პრაგრამას ან პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 9 ივნისის გადაცემის თემა იყო USAID-ის "სამართლის უზენაესობის პროგრამა „ და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი აჭარის რეგიონის კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ: იურიდიულ, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ან სხვა/შესაბამის ფაკულტეტებზე.

„სამართლის უზენაესობის პროგრამა“ ხუთწლიანია და მოიცავს 2022-2026 წლებს . პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ. ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი"

პროგრამის მიზანზე , კონკურსის პირობებზე და ეტაპებზე - USAID-ის „სამართლის უზენაესობის პროგრამის" რეგიონული ჰაბის იურისტმა ირინა ხახუტაიშვილმა ისაუბრა.