#მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა #მეწარმეობის ტრენინგი

08 ივნისი 2022, 17:29 13495 ნახვა

#მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა #მეწარმეობის ტრენინგი

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

დღევანდელი, 8 ივნისის გადაცემის პირველ ნაწილში მეფუტკრეობაზე ვისაუბრეთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის 2022 წლის ქვეპროგრამის „ მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებზე ფუტკრის ოჯახების გაცემა მიმდინარეობს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო  მირზა სუქნიშვილი-აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე , „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კურატორი 

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო მეწარმეობის ტრენინგს, რომლის მიზანი 18-30 წლის ახალგაზრდებში მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაა.

ტრენინგი ჩატარდება პროექტის " ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში.

აღნიშნულ პროექტს , ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში „საქართველოს გაეროს ასოციაცია “ და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ ახორციელებს.აჭარაში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ .

კონტაქტის სტუდიის სტუმარი იყო ქეთი ადეიშვილი-პროექტის " ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ აჭარის კოორდინატორი