სეზონური ინფექციური დაავადებები

24 მაისი 2022, 17:28 12830 ნახვა

სეზონური ინფექციური დაავადებები

# „კონტაქტი“

ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ინფექციური დაავადებები ოდითგან იყო კაცობრიობის პრობლემა.ისტორიას ახსოვს ეპიდემიები, რომლებმაც დედამიწის დიდი ნაწილი მოიცვა და მილიონობით ადამიანი გაანადგურა.დროთა განმავლობაში, კომპლექსური მიდგომით , ბევრი მათგანის დამარცხება მოხერხდა, თუმცა ეტაპობრივად თავი იჩენა ახალმა ინფექციებმა.

ვინაიდან, ინფექციურ დაავადებებს სეზონურობა ახასიათებთ და ზოგადად გაზაფხული და ზაფხული გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია დღევანდელი, 24 მაისის გადაცემაში ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე , მათ მკურნალობასა და პრევენციაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ინფექციონისტი თეონა გიორგაძე.