22 მაისი 2022, 17:34 2771 ნახვა

ქალთა სამეწარმეო ინიციატივები აჭარაში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, ქალ მეწარმეთა 76%-თვის ბიზნესი შემოსავლის მთავარი წყაროა - როგორ უყურებენ ქალები სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას მაღალმთიან აჭარაში და რა პროექტები ხორციელდება მათი ინიციატივების მხარდასაჭერად - კითხვებს შუახევის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი თამილა ფუტკარაძე პასუხობს.

 ეკონომიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, მეწარმე ქალთა უმრავლესობა ბიზნეს საქმიანობას საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენის სურვილით იწყებს - რა მნიშვნელობა ენიჭება ქალთა ჩართულობის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში და როგორ შეიძლება იყოს ეს უზრუნველყოფილი შემაფერხებელი გარემოებების გარეშე - კითხვებს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროექტების მენეჯერი ლელა აქიაშვილი პასუხობს.

 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, პანდემიის პირობებში რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალების 70%-მდე აღნიშნავდა, რომ ჰქონდა სტრესი - რა პროგრამები არსებობს ქალებისთვის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს საქმიანობისას გაჩენილი სირთულეების დროს მხარდასაჭერად და როგორ ხდება მათი მიწოდება ბენეფიციარებისთვის - კითხვებს ქედის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი თეა შარაშიძე პასუხობს.