სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

18 მაისი 2022, 17:15 14687 ნახვა

სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა

#კონტაქტი

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება. ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა და ქვეპროგრამაა დაგეგმილი .

მათ შორის ერთ-ერთია „სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ , რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ქვეპროგრამის ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტია. განაცხადების მიღების, გადარჩევის და ხელშეკრულებების გაფორმების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. როგორ წარიმართა ეს პროცესები , რამდენი პროექტი დაფინანსდა და იქნება თუ არა მეორე ეტაპი- ამაზე დღევანდელი, 18 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.