15 მაისი 2022, 16:36 3024 ნახვა

ტურიზმი 2022 - ტენდენციები და მოლოდინები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით იანვარ-აპრილში ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 52%-ს გადააჭარბა - რა როლს თამაშობს ამ პროცესში საერთაშორისო ტურისტული გამოფენების ორგანიზება და მათში მონაწილეობა - შეკითხვებს "EXPO BATUMI 2022"-ს ორგანიზატორი მაგდანა პაქსაძე პასუხობს.

 "გალტ ენდ თაგარტი"-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელმა 68% შეადგინა - საიდან და ვინ ინტერესდება საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლით, ბოლო პერიოდში - შეკითხვებს ტურისტული კომპანია "WEST GEORGIA"-ს მენეჯერი ნათია გიორგანაშვილი პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ადგილობრივი ტურიზმის საშუალო თვიური მაჩვენებლები 36.7%-ით გაიზარდა - როგორია ტენდენციები წელს და ვისთვის და რა ტიპის შეთავაზებებზე აკეთებენ აქცენტს ტუროპერატორები უკრაინაში საომარი ვითარების გათვალისწინებით - კითხვებს ტურისტული კომპანია "EURO TOUR"-ის დირექტორი ლევან თავდიშვილი პასუხობს.