პოსტპანდემიური ტურიზმი

06 მაისი 2022, 17:08 14820 ნახვა

პოსტპანდემიური ტურიზმი

#კონტაქტი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოვიდ-პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტილი იყო , რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობა ონლაინ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობდა.ბოლო პერიოდში კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა არაერთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ასევე მედიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები .

ურთიერთთანამშრომლობის რა პერსპექტივები დაისახა , სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რა აქტივობები დაიგეგმა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით რა მოლოდინები არსებობს -ამაზე დღევანდელი, 6 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.