ცეკვის საერთაშორისო დღე-ანსამბლი "არსიანი"

29 აპრილი 2022, 17:21 15215 ნახვა

ცეკვის საერთაშორისო დღე-ანსამბლი "არსიანი"

#კონტაქტი

29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი 1982 წელს იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭომ ფრანგი მოცეკვავის და ქორეოგრაფის ჟან-ჟორჟ ნოვერის პატივსაცემად დააწესა. ის 29 აპრილსაა დაბადებული და ისტორიაში შესულია როგორც „თანამედროვე ბალეტის მამა“.

ცეკვა -უნივერსალური ენაა. იგი აერთიანებს სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანებს . ცეკვის საერთაშორისო დღე კი არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ყურადღების ცენტრში მოექცეს ხელოვნების ეს მიმართულება და მისი სხვადასხვა სტილი.

დღევანდელი , 29 აპრილის „კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ მთავარი ქორეოგრაფი გიორგი ჭანიშვილი და „არსიანის“ დირექტორის მოადგილე ქორეოგრაფიის მიმართულებით თემურ ქორიძე.აღსანიშნავია, რომ „არსიანი“ პირველი აკადემიური ანსამბლია საქართველოს რეგიონებს შორის, რომლის ასაკიც საუკუნის ტოლია.