ბრონქული ასთმა -დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრვენცია

12 აპრილი 2022, 17:33 16724 ნახვა

ბრონქული ასთმა -დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრვენცია

#კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ბრონქული ასთმა გლობალური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მილიონობით ადამიანია დაავადებული და ყოველწლიური სტატისტიკა მზარდია. აღსანიშნავია, რომ დაავადებულთა უმრავლესობა ბავშვები და მოზარდებია.

რამდენიმე წელია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში“.პროგრამის ბენეფიციარები არიან აჭარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-12 წლის ასაკის ბავშვები, რეფერირებული პირველადი ჯანდაცვის ექიმის მიერ ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის. დღევანდელი, 12 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ პროგრამით გათვალისწინებულ კვლევებზე, ბრონქული ასთმის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე .

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და იმუნოლოგ-ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი , პროფესორი ვახტანგ ბერიძე.