03 აპრილი 2022, 14:27 3186 ნახვა

ნავთობის ომი და საქართველო

GLOBALPETROLPRICES.COM-ის 28 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 4.26 ლარი, საქართველოში კი 3.85 ლარია - რამ განაპირობა ფასების მკვეთრი ზრდა საწვავზე ბოლო დროს და როგორი შეიძლება იყოს ტენდენცია უახლოესი პერიოდისთვის - კითხვებს ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი პასუხობს. GLOBALPETROLPRICES.COM-ის 28 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნებიდან ბენზინი ყველაზე ძვირი - 9.16 ლარი ღირს ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი - 0.08 ლარი ვენესუელაში - რას შეცვლის ევროპის მცდელობა შეამციროს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე - კითხვებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია პასუხობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ქვეყანამ, ჯამურად, 162 მილიონი დოლარის ღირებულების 204 338 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა - საიდან და რა ფასად ვღებულობთ საწვავს და როგორი იქნება ვითარება საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირების შემთხვევაში - კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პასუხობს.