27 მარტი 2022, 16:27 2792 ნახვა

ძვრები უძრავი ქონების სექტორში

მარტი საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის და ფასების შესამჩნევი მატებით აღინიშნა - რატომ უწოდებს სექტორში მომუშავეების ნაწილი ტენდენციას "უცნაურს" და მოსალოდნელია თუ არა მისი შენარჩუნება უახლოეს თვეებში - კითხვებს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ოთარ კაჭკაჭაშვილი პასუხობს.

 2021 წელს აჭარაში 623 სამშენებლო ნებართვა გაიცა და 94 ობიექტი დასრულდა - გვაქვს თუ არა რეგიონში მშენებლობების შეჩერების ახალი შემთხვევები და რას სთავაზობს მესამე სექტორი ბათუმის მერიას პრობლემის გადასაჭრელად - თემაზე კითხვებს გიგა წულეისკირი და გიორგი მურუსიძე პასუხობენ.

 ეროვნული ბანკის მონაცემებით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ყველაზე მეტი წილი, უმეტეს შემთხვევებში, საცხოვრებლებზე მოდის - როგორია იმ მესაკუთრეთა რაოდენობა, რომლებიც ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან და რა რისკები შეიძლება ახლდეს გარიგებების გაფორმებას უცხოელებთან, უკრაინაში რუსული აგრესიისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე - რეკომენდაციები იურისტ ლანა პაიჭაძისგან.