სამეცნიერო პროექტი

21 მარტი 2022, 17:25 16137 ნახვა

სამეცნიერო პროექტი

#კონტაქტი

დღევანდელი, 21 მარტის გადაცემა დაეთმო სამეცნიერო პროექტს „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. კვლევის ობიექტი ლაზების ტრადიციული კულტურული ფასეულობებია. ლექსიკონში ქართული ეთნოლოგიური სკოლის მიღწევებთან ერთად, ექსპედიციების დროს მოპოვებულ საველე-ეთნოგრაფიულ მასალები იქნება გამოყენებული.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ : პროექტის ხელმძღვანელი , ბსუ-ს პროფესორი ნუგზარ მგელაძე და ენათმეცნიერი, პროფესორი იაშა თანდილავა.