20 მარტი 2022, 15:24 3196 ნახვა

ბიზნეს ექსპოზიციები 2022

ორწლიანი პაუზის შემდეგ აჭარაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიების და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა - როგორი იყო "BATUMI BUILD 2022"-ის შედეგები - სტუმარი გამოფენის ორგანიზატორი, საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 10-14 მარტს კატარის დედაქალაქი დოჰა სოფლის მეურნეობის რიგით მეცხრე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობდა - რა წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა არაბულ ქვეყანაში და როგორი იყო დაინტერესება ქართული აგროპროდუქტებისადმი - სტუმარი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი.

 წლევანდელ "VINEXPO"-ზე საკუთარი პროდუქცია ოცდასამმა ქართულმა კომპანიამ წარადგინა - უნდა ველოდოთ თუ არა აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ნიუ-იორკში ჩატარებული გამოფენის შემდეგ, უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ფონზე - სტუმარი მეღვინე ნიკოლოზ ჩოჩიშვილი.