13 მარტი 2022, 15:16 3115 ნახვა

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება

2021 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ხორბლის, ზეთის და წიწიბურას მთავარი მომწოდებელია - რამდენად არის უზრუნველყოფილი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება - თემაზე კითხვებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პასუხობს.

 საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მეტი წილი, 2021 წელსაც, საფინანსო სექტორზე მოდიოდა - რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთისთვის დაწესებულმა უპრეცედენტო სანქციებმა საქართველოს ეკონომიკის საყრდენ დარგებზე - თემაზე კითხვებს ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია პასუხობს.

 2021 წელს, რუსეთზე, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 25%, ბუნებრივი აირის 22%, ნავთობპროდუქტების 16% და ქვანახშირის 92% მოდიოდა - გაზარდა თუ არა საფრთხეები ომმა უკრაინაში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის - თემაზე კითხვებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი პასუხობს.