#ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი ბათუმის მერიაში #„აქტიური ეკოფემინისტი“- „ახალგაზრდობის განვითარების ქსელი“ ახალ პროექტს იწყებს

24 თებერვალი 2022, 17:01 17782 ნახვა

#ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი ბათუმის მერიაში #„აქტიური ეკოფემინისტი“- „ახალგაზრდობის განვითარების ქსელი“ ახალ პროექტს იწყებს

#კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს და კონკურსს ეთმობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ბათუმის მერიაში ახალგაზრდული საბჭო იქმნება. საბჭოს წევრთა შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადდა.კონკურსის პირობებზე და ახალგაზრდული საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობებზე დღევანდელი, 24 თებერვლის გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ პროექტზე „აქტიური ეკო-ფემინისტი“, რომლის განხორციელებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობის განვითარების ქსელი“ იწყებს . „კონტაქტის“ სტუმარი იყო პროექტის ხელმძღვანელი მარიკა ფუტკარაძე.