20 თებერვალი 2022, 16:08 3637 ნახვა

ასწავლე საქართველოსთვის

„იმ მწვერვალზე, ნუთუ, ხალხი ცხოვრობს? ვფიქრობდი ჩემთვის, რადგან ჩანდა მხოლოდ დაგრეხილი და დაუსრულებელი გზა, მთაზე შეფენილი სახლები და მათგან გამომავალი შუქი“ - ასე იგონებს ხათუნა აჭარაში ჩამოსვლის ღამეს.

ხათუნა თეთრაძე 2012 წელს პროგრამაში - „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩაერთო და მას შემდეგ მასწავლებლობა არ შეუწყვეტია.. მთელი ეს პერიოდი მან აჭარის რეგიონში გაატარა. საცხოვრებლის შეცვლის სირთულე და გორიდან ხულოში გადმოსვლის პროცესი ადგილობრივთა მხრიდან გამოჩენილმა კეთილგანწყობამ დააძლევინა. მხარდაჭერა, მეგობრობა და ერთმანეთის იმედად ყოფნა - სწორედ, ეს აერთიანებს მას იმ გარემოსა და ხალხთან, სადაც წლებია შვილთან ერთად ცხოვრობს.

 მარიამს ყველაზე მეტად ბებია და ბაბუა ენატრება, მეგობრები კი აჭარაში უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე - გორში და მისი ბავშვობაც უფრო მეტად ხულოსთანაა დაკავშირებული.

"აქ, როგორც ერთი თხილის გული - ისე ვინაწილებთ ყველა ყველაფერს, რადგან სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია. მთაში რომ იცხოვრო, ვიღაც უნდა გედგეს გვერდით; აქ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვერ იქნები. ასეთია აქაური ცხოვრება - საინტერესო და თავისებური. გამეხარდება თუ ჩემს წილს შევიტან მთაში ახალგაზრდების დამაგრებაში. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, როდესაც სახლიდან კვამლი არ ამოდის"...

---

რეჟისორი: გიორგი მურვანიძე

პროდიუსერი: ბაჩო გურაბანიძე

ოპერატორები: გიორგი მურვანიძე, ირაკლი ყურუა

დრონის ოპერატორი: ირაკლი ყურუა

მონტაჟი: გიორგი მურვანიძე

მძღოლი: მერაბ ჭანიძე

მუსიკა: Asea Sool