#მშობლიური ენის დღე #აჭარულ და ტაო-კლარჯულ კილოთა სიტყვის ლექსიკონი.

21 თებერვალი 2022, 17:10 18102 ნახვა

#მშობლიური ენის დღე #აჭარულ და ტაო-კლარჯულ კილოთა სიტყვის ლექსიკონი.

#კონტაქტი

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.

დღეს რა მდგომარეობაშია ქართული ენა , ვინ და როგორ უნდა იზრუნოს მის დაცვაზე - დღევანდელი, 21 თებერვლის გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მამია ფაღავამ ისაუბრა.

„კონტაქტის „ მეორე ნაწილი ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს დაეთმო, სადაც გამოსაცემად მზადდება აჭარულ და ტაო-კლარჯულ კილოთა სიტყვის ლექსიკონი.

რატომ არის აღნიშნული კილოების სამეცნიერო შესწავლა მნიშვნელოვანი და აქტუალური, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის იქნება ლექსიკონი მზად-ამაზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ელზა ფუტკარაძემ ისაუბრა.