#პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია #იანვარი გლაუკომის შესახებ ინფორმირებულობის თვეა

25 იანვარი 2022, 17:10 17178 ნახვა

#პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია #იანვარი გლაუკომის შესახებ ინფორმირებულობის თვეა

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა . თუ აქამდე პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინით 9-12 წლის გოგონები იცრებოდნენ , არეალი გაფართოვდა და ამჟამად ეს სერვისი 13 -18 წლის ასაკის გოგონებისთვისაც ხელმისაწვდომია. ამაზე დღევანდელი, 25 იანვრის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო გლაუკომას. იანვარი გლაუკომის შესახებ ინფორმირებულობის თვეა . მას საფუძველი ჩაეყარა გლაუკომის მსოფლიო ასოციაციის და გლაუკომის მქონე პაციენტთა მსოფლიო ასოციაციიის ერთობლივი ძალისხმევით . აღნიშნული ორგანიზაციების მიზანია გლაუკომით გამოწვეული სიბრმავის მინიმუმამდე დაყვანა და გლაუკომით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე და ექიმი-ოფთალმოლოგი თამარ გოგიტიძე