23 იანვარი 2022, 14:28 3215 ნახვა

გამოუყენებელი შესაძლებლობა ტურიზმში

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 45.1%-ით გაიზარდა, არატურისტული კი 31.5%-ით შემცირდა - ნიშნავს თუ არა ეს ახალ შესაძლებლობებს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებისთვის - სტუმარი ნინო ჭუმბურიძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სპა, გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ვიზიტები 1 016.6%-ით გაიზარდა, 71 წელზე ზევით ასაკის ვიზიტორთა ვიზიტების ზრდამ კი 62.6%-ით იმატა - რა პერსპექტივებს აჩენს ეს აჭარაში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის - სტუმარი თემურ ზოიძე - ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

2020 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობაში მყოფმა საქართველოს რეზიდენტმა მოქალაქეებმა გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 12.6 მლნ ლარი დახარჯეს - რატომ ირჩევენ ისინი ამ მიზნით სხვა ქვეყნებს და რა გამოცდილების გაზიარება იქნება უკეთესი ჩვენი რეალობისთვის - სტუმარი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე - თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.