უხვთოვლიანობის დროს გადაადგილების შეზღუდვა - დროის მოკლე მონაკვეთში მოსული ძლიერი თოვლი და მძღოლების უყურადღებობა

24 იანვარი 2022, 18:58 10250 ნახვა

უხვთოვლიანობის დროს გადაადგილების შეზღუდვა - დროის მოკლე მონაკვეთში მოსული ძლიერი თოვლი და მძღოლების უყურადღებობა

გასული კვირა საქართველოში უხვთოვლიანი იყო, განსაკუთრებით დასავლეთში, მთიან და მაღალმთიან ზონაში მოვიდა დიდი ნალექი, გადაადგილების მხრივ პრობლემები შეიქმნა უღელტეხილებზე, ინტენსიურად იწმინდებოდა გზები, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ვერ ხერხდებოდა გადაადგილება, ამის პირველი მიზეზი დროის მოკლე მონაკვეთში მოსული ძლიერი თოვლი იყო და ხილვადობის გაუარესება, მეორე მიზეზი კი მძღოლების უყურადღებობა,უმეტესობა გადაადგილდება ზაფხულის საბურავებით და არ ითვალისწინებენ პროგნოზს მოსალოდნელ სტიქიურ პრობლემებთან დაკავშირებით

კონკრეტულად რა იწვევს გადაადგილების შეზღუდვას გზებზე, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული გაილაინი თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლებისთვის, თუ როდის შეწყვიტონ მუშაობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს გზებზე გადაადგილება ამ ყველაფერზე-  აქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე საუბრობს გადაცემაში