12 დეკემბერი 2021, 16:35 3384 ნახვა

საკამათო ტენდენციები ეკონომიკაში

III კვარტალში, ბიზნეს სექტორში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 38.5%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვების მოცულობა 29%-ით გაიზარდა - რეალური ზრდა თუ ინფლაციის ეფექტი - კითხვებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი პასუხობს.

 III კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი 183%-იანი ზრდის ტემპი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობებში დაფიქსირდა - როგორია მასპინძლობის სექტორის აღდგენის ზოგადი ტენდენციები და მოლოდინები ზამთრის ტურისტული სეზონის წინ - კითხვებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე პასუხობს.

 III კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვაში, აჭარის წილი 5.4%-ია, პროდუქციის გამოშვებაში 9.2%, ხოლო დასაქმებაში 8.8% - კარგავს თუ ინარჩუნებს რეგიონი ქვეყნის ეკონომიკის მეორე მსხვილი კონტრიბუტორის როლს, დედაქალაქის შემდეგ, - კითხვებს ეკონომისტი გულადი თხილაიშვილი პასუხობს.