#ექსტენციის მობილური ლაბორატორია #უფასო საველე გასვლები ფერმერებისთვის

08 დეკემბერი 2021, 17:15 17989 ნახვა

#ექსტენციის მობილური ლაბორატორია #უფასო საველე გასვლები ფერმერებისთვის

# კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს ეთმობა.

ექსტენცია სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია და ფერმერთა ინფორმირებულობასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებაზეა ორიენტირებული - ამაზე „კონტაქტში“ არაერთხელ გვისაუბრია.თუმცა, სასურველი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია პროცესის უწყვეტი მიმდინარეობა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული-კვლევითი ცენტრის ექსტენციის მობილური ლაბორატორია, რომელიც პერიოდულად მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის უფასო საველე გასვლებს ახორციელებს.

რისი იდენტიფიცირება ხდება და რა რეკომენდაციები გაიცემა -ამაზე დღევანდელი, 8 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ლევან ბოლქვაძე , აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი და ნინო ძნელაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ფიტო-სანიტარული განყოფილების სპეციალისტი.