ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსატორების როლი ამ პროცესში

06 დეკემბერი 2021, 22:06 5206 ნახვა

ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსატორების როლი ამ პროცესში

ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებსტყის აღწერა მისი მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს.

ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და მისი მართვის გეგმების შემუშავებას მეტყევე სპეციალისტები, .. ტაქსატორები ახორციელებენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ტაქსატორების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სპეციალური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა.

ამ თემაზე უფრო ვრცლად დღეს  გადაცემაში - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი საუბრობს.