#,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის",#"ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა".

21 ოქტომბერი 2021, 17:10 20038 ნახვა

#,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის",#"ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა".

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტში“ სხვადასხვა პროექტზე ვსაუბრობთ.

დღევანდელი, 21 ოქტომბრის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის", რომლის განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსა" იწყებს. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ინტერესისა და მონაწილეობის გაზრდა სოციალურ და ინკლუზიურ მეწარმეობაში, მათი ჩართულობა თემის განვითარებასა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობაში აჭარის რეგიონში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო პროექტის მენეჯერი , არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ლია ფუტკარაძე .

გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ პროექტზე"ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა". პროექტი ევროკავშირის პროგრამის ერასმუს+-ის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდული ჰორიზონტი " ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან პარტნიორობით მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალში გაგრძელდება.

ტელეფონით გვერთვებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების , კულტურის , სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი.