აგრარული ექსტენცია

20 ოქტომბერი 2021, 17:19 18881 ნახვა

აგრარული ექსტენცია

# კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალ პროდუქტიულობას, მომგებიანობას და კონკურენტუნარიანობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს:ფერმერთა ცოდნის დაბალი დონე, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის სიმწირე, დაბალი მოტივაცია, წარმოების საშუალებებთან, აგრარულ ბაზრებთან და კაპიტალთან წვდომის სირთულე და სხვა. თუმცა, ჩამოთვლილ ფაქტორთა შორის , საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ცოდნაა.

დღევანდელი, 20 ოქტომბრის გადაცემაში აგრარულ ექსტენციაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და ექსტენციონისტი მანუჩარ ნიჟარაძე.