ფიჭვნარისა და ქვემო მაჭახლის არქეოლოგიური ექსპედიციები

01 ოქტომბერი 2021, 17:01 18135 ნახვა

ფიჭვნარისა და ქვემო მაჭახლის არქეოლოგიური ექსპედიციები

# კონტაქტი

2023 წელს ბათუმი ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს ეწვევიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. ბათუმმა 2019 წელს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, “World Travel Awards”-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და იგი 2020 წელსაც შეინარჩუნა.2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც “World Travel Awards”-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება.

დღევანდელი, 1 ოქტომბრის გადაცემაში გამოვეხმაურეთ ამ მნიშვნელოვან ფაქტს, ასევე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტზე -ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმზე და ფიჭვნარისა და ქვემო მაჭახლის არქეოლოგიურ ექსპედიციებზე.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე, აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმის კურატორი თამარ შალიკაძე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი იზოლდა დუმბაძე.