პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა

27 სექტემბერი 2021, 17:10 18751 ნახვა

პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა

# კონტაქტი

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა - ომში დაღუპულთა ხსოვნის და მშობლიურ მხარეში დაბრუნების მოლოდინის 28 წელი.

ქართულ-აფხაზურმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა , რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა , ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ასეულ ათასობით კი დევნილად აქცია. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტის აღიარების, სხვადასხვა დონის მოლაპარაკებების და გაერო-ს რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის მოგვარების გზები ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა.

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს ეთმობა.

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე , რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.პროგრამა შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი , აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი მადონა მიქელაძე.

თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.