საკულტო ლაივ ალბომები 1968–1972

17 ოქტომბერი 2021, 13:55 3295 ნახვა

საკულტო ლაივ ალბომები 1968–1972

1968–1972 წლების საუკეთესო საკონცერტო ალბომები საკონცერტო ალბომი... რა არის ეს? რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა და რით არის ღირებული? რატომ ფასობს 70-იანი, 80-იანი წლების ცოცხალი კონცერტების ჩანაწერები დღეს, ასე ძვირად? „ FM ფანტაზიებში“ წარმოგიდგენთ, ძირითადად 1968–72 წლებით დათარიღებულებ საკონცერტო ალბომებს, რომლებმაც ისტორია შეცვალეს... ცოცხალი ალბომი, ერთგვარი შუამავალია მსმენელსა და ჯგუფს შორის... დიახ! სწორედ საკონცერტო ჩანაწერის მეშვეობით ექმნებათ ჭეშმარიტ მელომანებს, სრულყოფილი წარმოდგენა, ამა თუ იმ კოლექტივზე... ყოველ შემთხვევაში, ასე ხდებოდა აღნიშნულ ეპოქაში, როცა მსურველთა უმეტესობა, ვერ ახერხებდა დასწრებოდა Cream-ის, The Who-ს, The Rolling Stones-ისა და მსგავსი როკ-მონსტრების ცოცხალ კონცერტებს… ამ შემთხვევაში ფირფიტა ლაივ-ჩანაწერით, შედარებით ადვილად ხელმისაწვდომი სიამოვნება გახლდათ... მუსიკალური ისტორიების გახსენებისას, ძალაუნებურად გვიჩნდება შეკითხვა, არის თუ არა დღეს, თუნდაც თითებზე ჩამოსათვლელი ცოცხალი საკონცერტო ალბომი ასე ღირებული? სამწუხაროდ, თანამედროვე არტისტთა უმეტესობა, დიდ დროსა და ენერგიას სტუდიური ჩანაწერებზე ფლანგავს, სურთ ყველაფერი სწორად და იდეალურად ჟღერდეს... ჩემი აზრით, ეს შეცდომაა, მსმენელს ცოცხალი ენერგია, ცოცხალი დრაივი ესაჭიროება. ამ გადაცემაში ჩამოთვლილ ალბომებს კი, უხვად ააქვთ მსგავსი თვისებები. შესაძლოა თანამედროვე გადასახედიდან, დღევანდელ გადაცემაში ჩამოთვლილი ცოცხალი კონცერტები, არც თუ ისე იდეალურად ისმინება, მაგრამ მათი დიდებულება ამაშიც კი მდგომარეობს.