ბათუმელი ახალგაზრდების საჭიროებები და გამოწვევები

20 სექტემბერი 2021, 17:14 19285 ნახვა

ბათუმელი ახალგაზრდების საჭიროებები და გამოწვევები

# კონტაქტი

მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის მერიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბათუმში ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე შემუშავდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

დღევანდელი, 20 სექტემბრის გადაცემაში კვლევის შედეგებზე და მომდევნო ეტაპებზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ შორენა ფაღავა-ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი და ვერიკო ზაქარიაძე-ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების სპეციალისტი.