გაზიარება:


როგორია ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების მდგომარეობა საქართველოში, იმ ადამიანების დღევანდელი ყოფა და მომავალი, რომელთა საცხოვრებელ სახლებს უკვე შეეხო, ან არის ალბათობა, რომ მომავალში შეეხება ეკოლოგიური საფრთხე - მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა. რა კეთდება ამ ადამიანთა დასახმარებლად? რა აწუხებთ მათ, ვინც საცხოვრებელი ეკოლოგიური მიზეზით უკვე დატოვა? ამ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს გაგვაცნობს დოკუმენტური ფილმების ციკლი - ,,ეკომიგრაცია საქართველოში", აჭარის ტელევიზიით, ყოველ ორშაბათს 21:40 სთ-ზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. განმეორებითი ჩვენება სამშაბათს 15:25 და კვირას 20:40 სთ-ზე.
სატელევიზიო პროგრამა მზადდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი და ევროპის ფონდი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) მიერ. სატელევიზიო პროგრამა მოიცავს 15 დოკუმენტურ ფილმს, თითოეულის ხანგრძლივობაა 18-20 წთ.

ავტორი: ლალა ფაღავა. რეჟისორი: ანზორ ქათამაძე