ჰეშთეგი პირველი სოციალური მედიაპროექტია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე
2016 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე, აქტიურად ვუწყობთ ხელს იმ სამოქალაქო ინიციატივების წარმოჩენას, რომლებიც სოციალური კეთილდღეობისკენაა მიმართული. სასკოლო კლუბები, მოსწავლეთა და სტუდენტური გაერთიანებები, ახალგაზრდული მოძრაობები, სოციალური კამპანიები - ეს, მათი მცირე ჩამონათვალია. ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.
ჰეშთეგი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გიყვებით ამბებს იმ ადგილების შესახებ, სადაც სოციალური ფონი - დაბალი, ხოლო მიგრაციული ფონი მაღალია; სადაც, ახალგაზრდები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ არ დაკარგონ კავშირი საკუთარ ქალაქებთან და ამით, რეგიონის განვითარებაშიც შეიტანონ წვლილი. გადაცემის ავტორი გიორგი მურვანიძე.
ჩვენ #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის
მთავარი პროდიუსერი: ირაკლი ყურუა
პროდიუსერი: ვანცენტ ხაბეიშვილი
წამყვან-რეპორტიორები: მარიამ ტაკიძე, ივანე ბაკურაძე
რეპორტიორი: ლევან დევაძე
ტექნიკური პროდიუსერი: თეონა გაგუა
ოპერატორები: გოჩა კვიჭაძე , გიორგი გოგავა
გრაფიკოს-მემონტაჟე: გიორგი ხომერიკი