გაზიარება:

ჰეშთეგი პირველი სოციალური მედიაპროექტია  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.  ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე 

 2016 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე, აქტიურად ვუწყობთ ხელს იმ სამოქალაქო ინიციატივების წარმოჩენას, რომლებიც სოციალური კეთილდღეობისკენაა მიმართული. სასკოლო კლუბები, მოსწავლეთა და სტუდენტური გაერთიანებები, ახალგაზრდული მოძრაობები, სოციალური კამპანიები - ეს, მათი მცირე ჩამონათვალია. ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.

ჰეშთეგი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  გიყვებით ამბებს იმ ადგილების შესახებ, სადაც სოციალური ფონი - დაბალი, ხოლო მიგრაციული ფონი მაღალია; სადაც, ახალგაზრდები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ არ დაკარგონ კავშირი საკუთარ ქალაქებთან და ამით, რეგიონის განვითარებაშიც შეიტანონ წვლილი. გადაცემის ავტორი გიორგი მურვანიძე. 

ჩვენ  #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის

მთავარი პროდიუსერი: ირაკლი ყურუა

პროდიუსერი: ვანცენტ ხაბეიშვილი

წამყვან-რეპორტიორები: მარიამ ტაკიძე, ივანე ბაკურაძე

რეპორტიორი: ლევან დევაძე

ტექნიკური პროდიუსერი: თეონა გაგუა

ოპერატორები: გოჩა კვიჭაძე , გიორგი გოგავა

გრაფიკოს-მემონტაჟე: გიორგი ხომერიკი