საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ფაქტები, რომელთა უკანაც ხშირად სხვა რეალობა დგას. საგამოძიებო ჟურნალისტური ჟანრის გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟი" შეეცდება საზოგადოებას გააცნოს ამა თუ იმ დარღვეული უფლებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რეალური მიზეზები.
"სპეციალური რეპორტაჟი" შეეცდება ძირფესვიანად შეისწავლოს და ობიექტური ანალიზი გაუკეთოს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და პრობლემებს. "სპეციალური რეპორტაჟი" შეეცდება ისეთი პრობლემები გააშუქოს, რომელთა შესწავლა სხვა სახელმწიფო, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვერ ხდება. გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟი" ეთერში გავა კვირას, 19.00 საათზე.
გადაცემის ავტორი - ემზარ დიასამიძე
ქრონომეტრაჟი - 20-30 წთ.