გაზიარება:

სპექტაკლი, კონცერტი, ქორეოგრაფია, საოპერო და საბალეტო წარმოდგენა, ვიზუალიზებული მანიფესტი და ბენეფისი… ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება.. კლასიკური და უკიდურესად ექსოპერიმენტული, ჩვენი და საგასტროლო აფიშა-ეს ''სცენაა'' გადაცემა, რომელიც  იკვლევს თეატრალური ცხოვრების ნიუანსებს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, ძიებებსა და ექსპერიმენტებზე, მარცხსა და წარმატებებზე. ბენუარზე, პარტერზე, კულისებზე , დეკორაციასა და განათებაზე...ვსაუბრობთ სცენოგრაფებზე, დრამატურგებსა და კომპოზიტორებზე, გრიმსა და გრიმასებზე... 
 13 წელი, 500 გადაცემა თემის განმეორების გარეშე
 ეს ''სცენაა'' - გადაცემა თეატრალურ ცხოვრებაზე  და არა მხოლოდ...
ნახეთ ყოველ ოთხშაბათს, 22:00, აჭარის ტელევიზიით

ავტორი - ინგა ხალვაში
რეჟისორი - თამაზ შეწირული

პროდიუსერი - თამარ ჩხაიძე
ქრონომეტრაჟი - 25 წთ.