გაზიარება:

ბათუმი მუდამ იზიდავდა კინემატოგრაფისტებს, ბათუმი მუდამ იყო კინოგადაღებების გამორჩეული ნავსაყუდელი, პატარა, ზღვისპირა ქალაქი სხვადასხვა პერიოდის ფილმებში აღიბეჭდა და ქართულმა კინომ შემოგვინახა. დოკუმენტური ფილმების ციკლი საინტერესო მოგზაურობას სთავაზობს მაყურებელს კინოქალაქში, რომლის ისტორია კინემატოგრაფისტების ან ჩვეულებრივი ადამიანების მოგონებებში კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ორშაბათს, 22.00 საათზე გადაცემა "კინოქალაქი".

ავტორი და რეჟისორი - ოლიკო ჟღენტი
პროდიუსერი - ნანა ახვლედიანი
ქრონომეტრაჟი - 40 წთ.