გაზიარება:

მუსიკალური პროექტი "ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი" ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის ერთობლივი პროექტი, რომელიც შედგება 7 გადაცემისგან.

პროექტი ისახავს მიზნად ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციას და ამ გადაცემების მეშვეობით გავეცნობით ბათუმელ ქუჩის მუსიკოსებს, გალა კონცერტი გავა ორივე არხზე ერთდროულად.

პროექტის ავტორი - დათო ევგენიძე;

წამყვანი - ირაკლი ფაღავა.