„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, დღეს, 23:00 სათიდან ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება.
წყალი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე:
- შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29-დან #53-მდე;
- ანგისის ქუჩა, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა;
- ხახუტაიშვილის ქუჩა;
- კობალაძის ქუჩა;
- შალვა ინასარიძის ქუჩა;
- შალვა ინასარიძის ჩიხი;
- გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა;
- ჰასან ჰელიმიშის ქუჩა;
- ანგისის ჩიხები და შესახვევები;
- გრ. ლორთქიფანიძის ქუჩა;
- ადლიის ქუჩა;
- ანგის I, II და III ჩიხები;
- გენერალ აბაშიძის ქუჩა #1,3,5,7;
- ტაძრის ქუჩა;
- კობალაძის ქუჩა № 9,11,13.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ხვალ 06:00 საათზე აღდგება.